ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო დაბომბვას ისრაელში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო დაბომბვას ისრაელში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს და წერს, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა ქალაქ მეთულას მახლობლად განხორციელებული დაბომბვის შედეგად.

დაღუპულთა შორის ერთი ისრაელის მოქალაქე იყო, ოთხი კი უცხოელი. ლიბანიდან ნასროლი რაკეტა სასოფლო-სამეურნეო ზონაში ჩავარდა.

პარალელურად, „ჰეზბოლამ“ სარაეკტო შეტევა განახორციელა ქალაქ ჰაიფას მიმართულებით. ჰაიფას მახლობლად კირიათ ათაში დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

განგაშის სიგნალები ჩაირთო მეზობელ თემებშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი