ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია | საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში

გამოქვეყნდა:

ოლიგარქიული რეჟიმის ქმედებების გამო, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უვადოდ შეჩერებულია. ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება გუშინ კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რასაც მოჰყვა დეტალური განმარტებები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელისა და  ელჩი პაველ ჰერჩინსკისგან. წითელი ხაზი ევროპისთვის 26 ოქტომბრის არჩევნები აღმოჩნდა, როდესაც ოლიგარქის პარტიამ ხალხის არჩევანი მიიტაცა. სტრატეგიულ პარტნიოპრებს არჩევნების შედეგები არ უღიარებიათ, ისინი მასშტაბური საარჩევნო დარღვევების გამოძიებას ითხოვენ.  

უფრო დეტალურად არჩევნებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების მნიშვნელოვან უკუსვლაზე ევროკომისიის 103-გვერდიან ანგარიშში წერია. ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან შეუსრულებელი 9 ნაბიჯი, დეზინფორაციის კამპანია სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ და ანტიდასავლური კანონები. ევროკომისია ივანიშვილის პარტიას გამოსავალსაც სთავაზობს, რასაც პოლიტიკური ნება სჭირდება - დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და გაიწვიოს რუსული სტილის კანონები. 

ევროკავშირის ეს გზავნილები უკუღმა გაიგო ივანიშვილის პარტიამ. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, "ოცნება" ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ქვეყანას ევროპისკენ მიმავალ გზაზე არა რეგრესი, არამედ პროგრესი აქვს. კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერება მათი პასუხისმგებლობა არ არის. 

ოლიგარქის პარტიის პროპაგანდის თავსმოხვევას პარტნიორებისთვის სოციალურ ქსელ X-ზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ცდილობდა. თუმცა ეს ვერ გამოუვიდა, რადგან მას ევროკავშირის წევრი ქვეყნის  - ნიდერლანდების ელჩმა ღია ტექსტით უპასუხა.

ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა არაერთხელ და გარკვევით თქვეს, რომ ოლიგარქის პარტიის ანტიდასავლური ქმედებები და ხალხის ნებაზე ძალადობა უპასუხოდ არ დარჩება. მათ შორის დღის წესრიგშია სანქციების დაწესება "ოცნების" მაღალჩინსნებისთვის. ბრიუსელში რომ მსჯელობა უვიზო მიმოსვლის დროებით გაუქმების საკითხზეც მიდის, ამაზე ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ღიად საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენეტბი იმ მძიმე შედეგებზე აკეთებენ აქცენტს, რაც საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის გადახედვა მოუტანს. 

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გასულ წელს მიანიჭა. ოლიგარქის პარტიამ რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, რუსული კანონები მიიღო და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე იერიში მიიტანა. რასაც ევროპისგან პასუხი მოჰყვა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ახლა უვადოდ გაყინულია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი