დავით ზალკალიანმა დღეს არ დააკონკრეტა რა ახალი გარემოებები მოიპოვა საქართველომ დავითგარეჯთან დაკავშირებით. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა მხოლოდ მცირე ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას და თქვა, რომ "მოძიებულია ახალი გარემოებები, კარტოგრაფიული და სხვა დოკუმენტები, საექპერტო დასკვნები". დღესვე მინისტრამ თქვა, რომ შესაძლოს ძველი შეთანხმება გადაიხედოს აზერბაიჯანთან, თუმცა რა პირობებით ან როდის - უცნობია.
დამატებით არც აზრბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სიაუბრა. მან ორივე მხარეს ურჩია თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან რომელიც პროცესს შეაფერხებს.
შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ამ დრომდე არ არის დადგენილი. მოლაპარაკებები თითქმის, 25 წელია მიმდინარეობს. დემარკაციის თაობაზე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი სწორედ დავითგარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილია. უკვე წელზე მეტია მომლოცველები და ტურისტები დავითის ლავრის იქით მდებარე მონასტრებში ვეღარ ადიან.
ახალ გარემოებებთან დაკავშირებთ თავისი ვერსია აქვს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშიას'' ერთ-ერთ ლიდერს. დავით ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ სხვა დოკუმენტს შორის იყოს ის რუკები რომელიც დავითგარეჯის” მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა გაასაჯაროვა და ეს კიდევ უფრო ამყარებს ქართული ხმარის პოზიციებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი იმედოვნებს, რომ 1996 წლის შეთანხმების წამოწევა მოხდება, რომლის მიხედვითაც საზღვრის დელიმიტაციის დროს მხარეებს 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელათ. თუმცა ეს ჯერ ვარაუდებია.
როდის გაიმართება სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის სხდომა, ან რამდენად მისაღები იქნება აზერბაიჯანული მხარისთვის ახალი გარემოებები, რომელიც ქართულმა მხარემ მოიპოვა, უცნობია.