გასაიდუმლოებული ქონება და მოგზაურობები | კანონდარღვევა "ოცნების" დეპუტატების მხრიდან

გამოქვეყნდა:

პარიზი, რომი, ბარსელონა, დუბაი, ამსტერდამი, ნიუ-იორკი - "ქართული ოცნების" წევრები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დასავლური სიკეთეების გარეშე დარჩენილიყვნენ, სამოგზაუროდ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ირჩევენ. შემდეგ კი მოგზაურობის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას მალავენ. მათ რიგებშია "ოცნების" რადიკალური დაჯგუფების წევრი დავით კაჭარავა, რომელსაც ანტიდასავლური პოზიციის გამო მოქალაქეებმა ასე უპასუხეს.

„სტუდია მონიტორის“ გამოძიება ადასტურებს, რომ კაჭარავა კანონს არღვევს და მალავს როგორც სამოგზაურო ხარჯებს, ასევე ცოლის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას. ის ოჯახთან ერთად 2022 წელს დუბაიში ისვენებდა. დუბაიში 2 ადამიანის მოგზაურობა კი რამდენიმე დღეზე 5 ათას ლარს ბევრად აღემატება და დეკლარირებას ექვემდებარება. 2023 წელს - "ოცნების" სიის 31-ე ნომერი ოჯახთან ერთად საფრანგეთში, ნეაპოლსა და ბარსელონაში მოგზაურობდა.

2019 წელს, მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო, მმართველი პარტიის ლიდერები კომოს ტბაზე ისვენებდნენ. იტალიის შემდეგ არჩილ თალაკვაძე ცოლთან, ქეთევან ბუბუტეიშვილთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მოგზაურობს. მისი ოჯახის წევრები გასულ წლებში სტუმრობდნენ ამსტერდამს, პარიზს, ესპანეთს - თუმცა არც მისი და არც ცოლის შესახებ სამოგზაურო ხარჯები დეკლარაციაში ვერ მოხვდა.

სარდინია. იტალია - ევროპის ერთ-ერთი ძვირადღირებული კურორტი შეარჩია დასასვენებლად ფინანსთა მინისტრის ოჯახმაც. მინისტრის ცოლი 2023 წელს პორტუგალიასაც სტუმრობდა, თუმცა ხუციშვილის დეკლარაციაში ამ ხარჯებზე ინფორმაცია არ იძებნება. 

ევროპაში ხშირად მოგზაურობს გენერალური პროკურორიც. ბარსელონა, რომი - ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც ის მეუღლესთან ერთად გასულ წელს იმყოფებოდა. გარდა მოგზაურობის ხარჯებისა, მის დეკლარაციაში ვერ მოხვდა ცოლის "დიორის" ბრენდის ჩანთაც, რომლის ღირებულება 5000 ლარს აღემატება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი