უკრაინამ რუსეთში ნავთობბაზასა და ენერგეტიკულ კომპლექსზე დრონებით იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ორ საწარმოზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.

რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან თითქმის 1500 კმ-ში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში, ქალაქ უფასთან მდებარე ენერგეტიკულ კომპლექსს 3 დრონი დაეჯახა. უფას აეროპორტში დროებითი ფრენები გააუქმეს.

დრონებით შეტევა იყო სტავროპოლის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზეც, რის შედეგადაც საწარმოში ხანძარი გაჩნდა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი