"აფგან სადიგოვი უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან, მომაკვდავ ადამიანს ასამართლებენ" | სევინჯ სადიგოვა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით, 3 თებერვლამდე გაგრძელდა. აფგან სადიგოვი პროცესს ეტლში მჯდომარე ესწრებოდა.

თბილისის მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. აფგან სადიგოვის მეუღლე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკისრებს. სევინჯ სადიგოვას თქმით, აფგან სადიგოვს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დაკვეთით სჯიან.

"თქვენ უკანონობას აკეთებთ, ეს არის მართლმსაჯულება? შეკვეთა გაქვთ მიღებული, უდანაშაულო ადამიანს სჯით. თქვენმა სახელმწიფომ ბრძანება მიიღო. ეს რა სასამართლოა? არცერთი ფაქტი არ გაითვალისწინეს, მომაკვდავ ადამიანს ასამართლებენ და კანონს საერთოდ არ უყურებენ. ის უდანაშაულოა მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, მაგრამ ადამიანი კვდება, უკვე ეტლში ზის. 3 თვეა უკვე ვიბრძვით. აზერბაიჯანში სასამართლო დაკვეთით მუშაობს, აქაური სასამართლოც ასეა, რა უნდა ვქნა? "- განაცხადა სევინჯ სადიგოვამ.

აფგან სადიგოვის ინტერესების დამცველის სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატის ქეთი თუთლაშვილის თქმით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა და გაითვალისწინა ის გარემოებები რომ სადიგოვი თავის ოჯახთან ერთად აზერბაიჯანში  წლების განმავლობაში პოლიტიკური მოტივით იდევნებოდა.

საქმეს პოლიტიკურს უწოდებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. მისი შეფასებით სადიგოვის საქმეზე საქართველოს ხელისუფლება ალიევის რეჟიმის დაკვეთით მოქმედებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი