ბოტსვანაში, მმართველმა პარტიამ 58-წლიანი მმართველობის შემდეგ ძალაუფლება დაკარგა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ოპოზიციურმა კოალიციამ, "ქოლგა დემოკრატიული ცვლილებებისთვის" (Umbrella for Democratic Change) ოლქების უმრავლესობა მოიგო, რაც ნიშნავს, რომ პარტიის ლიდერი, ადვოკატი დუმა ბოკო, ქვეყნის პრეზიდენტი გახდება. ბოკოს ჯერ საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია.
"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა მსურდა, პატივს ვცემ ხალხის ნებას და ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს. გვერდზე გავდგები და მხარს დავუჭერ ახალ ადმინისტრაციას", - განაცხადა მასისმა პრესკონფერენციაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ არჩევნები კონკურენტული იქნებოდა, თუმცა მმართველი პარტიის გამარჯვებას ბევრი ელოდა. მასის პარტია ბოტსვანის რესპუბლიკას, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 1966 წელს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მმართავს.