მზადება მასშტაბური პროტესტისთვის | პროდასავლური ოპოზიცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნდა:

პროდასავლური ოპოზიცია მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება. ოპოზიციონერი ლიდერები  ხვდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმის მიერ არჩევნების მიტაცების წინააღმდეგ გამოდიან. შეხვედრა "კოალიცია ცვლილებების" ოფისში მიმდინარეობს. საპროტესტო აქციების საორგანიზაციო შეხვედრაში მონაწილეობას 3 პოლიტიკური ძალა იღებს, დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება გახარიას გუნდის წარმომადგენელი.

"საქართველოში ქვეყნის სადავეების მართვის ხალხისთვის დაბრუნება არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების - ე.წ ინფლუენსერების, ყველას უფლებაც და ვალდებულებაც. ჩვენ არ ვართ ამ ქვეყანაში მარტო, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ლიდერშიპი აქვს პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია განმსაზღვრელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება, "- განაცხადა "კოალიცია ცვლილების" ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

ოპოზიციურ სპექტრსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობს "თბილისის ჰამქრის" თავმჯდომარე, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი.

"ის ბრძოლა რომელიც წინ გველის და რომელიც აუცილებლად მოსაგებია, ვერაფრით ვერ შედგება ერთიანობის კორდინააციის გარეშე. შესაბამისად დღეს ჩვენ მოვუსმენთ პოლიტიკურ პარტიებს, მათ იდეებს და დავსახავთ გზებს იმისა, რა კონკრეტული ქმედებებით უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ გაფორმდეს ის გამარჯვება, რომელიც არჩევნებში დააფიქსირა საზოგადოებამ" - აღნიშნა ცირა ელისაშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი