უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ რუსების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას | სირსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად აკავებენ რუსი ოკუპანტების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შეტევას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ -  ამის შესახებ სირსკიმ ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აქტიური საომარი მოქმედებები, რომლებიც ცალკეული მიმართულებებით გრძელდება, უკრაინის ქვედანაყოფების რესურსების მუდმივ განახლებას მოითხოვს.

სირსკიმ ჩეხ კოლეგებს აცნობა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ.

ომის დაწყების შემდეგ ჩეხეთმა წამოიწყო არაერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინიციატივა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, რომელთა შორის აღსანიშნავია კოალიცია საარტილერიო, ჯავშანტექნიკის, ასევე საავიაციო და ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის/რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობების განვითარებისთვის. მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგებსა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას, ასევე  ჩეხ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება არსებული ინიციატივების პრაქტიკული განხორციელება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი