არჩევნებიდან რამდენიმე დღეში იტალიურმა Sky TG24-მა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ჩაწერა. იტალიური მედია ჩატარებულ არჩევნებს სადავოს უწოდებს, თავად "ქართულ ოცნებას" კი პრორუსულ პარტიად მოიხსენიებს.
ინტერვიუში, რომლის სათაურადაც გამოტანილია "ქაოსი საქართველოში", ირაკლი კობახიძეს მოსკოვსა და ბრიუსელს შორის არჩევანის შესახებ ეკითხებიან. რაზეც კობახიძე ამბობს, რომ "მთავრობა აშკარად პროევროპულია."
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, კობახიძე ამბობს, რომ ძირითადად კომუნიკაციის 2 ხაზი არსებობს ჰუმანიტარული და სავაჭრო-ეკონომიკური.
"ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% მათ მიერაა ოკუპირებული. ძირითადად ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის ორი კონკრეტული ხაზი, ჰუმანიტარული და სავაჭრო-ეკონომიკური".
კობახიძე ოცნების ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონპროექტებზეც საუბრობს და გადაწყვეტილების გადახედვისთვის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა გულწრფელი დებატების საფუძველზე.
"თუ ვინმეს უნდა დაგვარწმუნოს, რომ მაგალითად ესა თუ ის კანონი არ არის კარგი ან არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს ან ევროპულ სულს, ჩვენ მზად ვართ გადავხედოთ ყველა გადაწყვეტილებას, მაგრამ ამისათვის საჭიროა გულწრფელი დებატები."