"ქურდებს სურთ, იყიდონ ჩვენი ხმა, ჩვენი ქვეყანა... მაგრამ ხალხის ძალა მათ ბოროტებას აღემატება", - ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი მაია სანდუ საუბრობს, რომელმაც საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
"მე ხმა მივეცი მოლდოვას. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისთვის სწორ არჩევანს გააკეთებენ. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და დამოუკიდებლობა. ქურდებს ჩვენი ხმის, ჩვენი ქვეყნის ყიდვა უნდათ, მაგრამ ხალხის ძალა მათ ბოროტებას აღემატება. ძალა თითოეულ თქვენგანშია. წადით რწმენით და იმედით", - განაცხადა სანდუმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 ნოემბერს, მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.