ტრამპი VS ჰარისი | მსოფლიო აშშ-ის არჩევნების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

მსოფლიო აშშ-ის არჩევნების მოლოდინში - ტრამპი-ჰარისის არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე ორი პოლიტიკური პარტიის მთავარი კანდიდატის დაპირისპირება. როგორი იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამ არჩევნებში შემდეგ? ჰარისი ღიად უჭერს მხარს იმას, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს და განიმტკიცოს დემოკრატიისა და თავისუფლების გლობალური დამცველის ფუნქცია. ტრამპი პირიქით, არ მალავს, რომ იზოლაციონისტური ზრახვები აქვს. თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკის კონგრესში დარეგისტრირებული მეგობარი აქტი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებას გულისხმობს, ორპარტიული დოკუმენტია და მხარდაჭერაც რესპუბლიკელებისგანაც აქვს და დემოკრატებისგანაც. ამასთან ივანიშვილის მთავრობამ ტრაპის ორი წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებით და ირანის რეჟიმთან მჭიდრო კავშირების დამყარებით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი