ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

ამ დროისთვის, ვალენსიის სამხრეთით განგაშის წითელი დონეა. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ მოსალოდნიელია ძლიერი ნალექი. მაზარონში მაცხოვრებლებს უკვე მოუწოდეს სიფრთხილისკენ და გაუგზავნეს შეტყობინებები, რომ დარჩნენ სახლში.

შეგახსენებთ, დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე, დედოფალსა და ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, ქალაქ პაიპორტაში იმყოფებოდა. მათ ტერიტორიის დატოვება, მოქალაქეების პროტესტის გამო, მალევე მოუწიათ. 

როგორც პაიპორტაში მცხოვრებლები ამბობენ, პროტესტის მიზეზი მთავრობის მხრიდან უმოქმედობა იყო, რადგან ისინი არ გააფრთხილეს მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ, რამაც ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი