"ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა" | გამართლების მცდელობა პაპუაშვილისა და მდინარაძისგან

გამოქვეყნდა:

საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო - უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა... - ასე ხსნის მამუკა მდინარაძე შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე ნაჩვენებ საქართველოს რუკას, სადაც ოკუპირებული რეგიონები არ ჩანდა. 

ფეისბუქ პოსტში "ოცნების" ერთ ერთი ლიდერი თავის მართლებას ჩვეული რუსული პროპაგანდის სტილში ცდილობს. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კრიტიკულ გამოხმაურებებს თავად პაპუაშვილიც გამოეხმაურა და ამ ადამიანებს "სამარცხვინოები" უწოდა:

„როგორც იცით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნებს ვერ ვატარებთ, შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამიტომ აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილები და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე არჩევნები ოკუპაციის გამო ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ, დააკვირდნენ, რომ საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, არის რუხი ფერით გამოსახული, მის გარშემო, არა საქართველოს ტერიტორიები, არის თეთრი ფერითაა გამოსახული. ესეც ხომ აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საერთოდ საქმე - ვინც მაგას აკეთებს, ეს ადამიანები ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი