გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ეს მისი მერვე ვიზიტია უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

„თითქმის ათასი დღეა, პუტინის ომი არყევს უკრაინელების ყოველდღიურ ცხოვრებას - მაგრამ არა მათ გამბედაობას და თავისუფალ უკრაინაში უსაფრთხო ცხოვრების იმედს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ სისასტიკეს ჩვენი ჰუმანურობითა და მხარდაჭერით, რათა უკრაინელებმა არა მხოლოდ ზამთარს გაუძლონ, არამედ გადარჩეს ქვეყანა, რადგან ისინი ასევე იცავენ ყველა ჩვენგანის თავისუფლებას ევროპაში“, - თქვა ანალენა ბერბოკმა უკრაინის დედაქალაქში ჩასვლისას 

ბერბოკი შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი