რუსეთისთვის მთავარია მისდამი კეთილგანწყობილი ხელისუფლება იყოს  საქართველოში | გოჩა ჯავახიშვილი

გამოქვეყნდა:

ქართული დიპლომატია რუსული რეჟიმის სამსახურშია - ასეთ შეფასებას აკეთებენ ყოფილი დიპლომატები მოქმედ დიპლომატებზე, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებენ.

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც ელჩის თანამდებობა 2024 წლის მაისში, ხელისუფლების ანტიდასავლური განწყობების გამო დატოვა, აცხადებს, რომ ქვეყანაში პროცესები ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ ვითარდება.

"დღესაც რომ ელჩი ვყოფილიყავი, გულსაც და ჯანმრთელობასაც რომ გაეძლო, ვფიქრობ რა იქნებოდა ჩემი საქმე. ელჩის საქმეა, რომ შიდა პოლიტიკის გადაწყვეტილებები, რეფორმები თუ პოზიციები მიიტანოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში. ვფიქრობ, როგორ გამიჭირდებოდა დამერწმუნებინა ჩვენი ფრანგი პარტნიორები ჩვენს გულწრფელობაში, რომ ჩვენ კვლავაც მიზანდასახულად მივდივართ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მაშინ როცა ძალიან ბევრი რამ საპირისპიროზე მეტყველებს.

მე ვფიქრობ, რომ სწორედ ევროპაა ჩვენი მშვიდობის გარანტია. თუ ვინმე გაიხსენებს, რომ დასავლურ სამყაროს ჩვენი ან სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პრეტენზია გამოუთქვამს. მაშინ როდესაც სახეზეა ანექსიის მცდელობა და ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთისთვის მთავარია მისდამი კეთილგანწყობილი ხელისუფლება იყოს  საქართველოში და ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო მოაცილოს ევროპულ ორბიტას და ამისთვის აკეთებს ყველაფერს." - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი