საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მმართველი რეჟიმის "გაპრავების" კანტორა, როგორც ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში სპეცსამსახურების მიერ იმართება | შოთა ღვინერია

გამოქვეყნდა:

ქართული დიპლომატია რუსული რეჟიმის სამსახურშია - ასეთ შეფასებას აკეთებენ ყოფილი დიპლომატები მოქმედ დიპლომატებზე, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დუმილს ინარჩუნებენ.

საქართველოს ავტორიტარულ ქვეყანას უწოდებს დიპლომატი შოთა ღვინერია. 2010-2014 წლებში ნიდერლანდებში საქართველოს ელჩი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც სხვა ავტორიტარულ ქვეყანაში, საქართველოშიც სპეცსამსახურების მიერ იმართება.

"როგორც ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში, ისე საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო იმართება სპეცსამსახურების მიერ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამორთმეული აქვს პოლიტიკის ფორმირების, ასევე ასრულების ფუნქცია და ის არის მმართველი რეჟიმის "გაპრავების" კანტორა. აი ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობა არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, უკანონო დავალებების შესრულება, რომელიც უკვე სცილდება მორალურ პასუხისმგებლობასაც კი და ეს არის უკანონობა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისთვის ძირის გამომთხრელი საქმიანობა, რომელშიც დიპლომატიური კორპუსი არა მხოლოდ ჩართული, არამედ მოწინავეცაა"  -  აცხადებს საქართველოს მისიის ყოფილი მრჩეველი ნატოში, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდებში შოთა ღვინერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი