ცნობილი უკრაინელი სპორტსმენი, ინესა ტუშკანოვა, საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის მოქალაქე, ცნობილი სპორტსმენი ინესა ტუშკანოვა საქართველოში არ შემოუშვეს. ის თბილისში სტამბოლიდან ჩამოდიოდა. უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ დღეს ყველას განსაკუთრებით ამოწმებდნენ და რატომ გააბრუნეს უკან, მისთვის არ აუხსნიათ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის მოქალაქეებს ან პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებულ პირებს ქვეყანაში არ უშვებენ. 

"ჩამოვედი სტამბოლიდან თბილისში, იმიტომ რომ მეგობრებმა დამპატიჟეს და მათ სანახავად ჩამოვედი. აქ აღმოჩნდა, რომ ყველას ამოწმებენ, მეც მითხრეს, რომ დამეცადა, საათნახევარი ველოდე და მერე მითხრეს, რომ ქვეყანაში შეშვებაზე უარი მივიღე. ახლა მე უკვე სტამბოლში ვარ და საღამოს სოფიაში ვბრუნდები. ექვსი საათი მამყოფეს აეროპორტში საქართველოში, პასპორტი და ყველაფერი წამართვეს, მერე დამსვეს თვითმფრინავზე და უკან სტამბოლში გამიშვეს. მე 37 წლის ცნობილი სპორტსმენი ვარ და საქართველოში ხშირად ვარ ნამყოფი. ბევრი მეგობარი მყავს მანდ. ძალიან მიხაროდა, ახლაც რომ ჩამოვდიოდი. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ყოფილიყო მიზეზი. არც უკითხავთ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ და არც სოციალურ ქსელებში ვაქტიურობ განსაკუთრებით", - ამბობს ინესა ტუშკანოვა "მთავარ არხთან". 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ არჩევნების გასაშუქებლად ქვეყანაში შემოუშვეს ამერიკისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული ჟურნალისტი ალექსანდრე მალკევიჩი და აგრეთვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ "ზვეზდასა" და ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემის ჟურნალისტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი