განვიხილავთ, არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომები და მათი გამოყენების არ მოგვერიდება | მილერი საქართველოს მთავრობაზე

გამოქვეყნდა:

ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და არ მოგვერიდება ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ  ახალი შეზღუდვები ავამოქმედოთ - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა. 

მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და მოსალოდნელი ახალი აკრძალვებიც დააანონსა.

"ჩვენ ნათლა განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებს. მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშაა. ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ იმ ნაბიჯების გამო, რომელიც მათ გადადგეს. გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა საჭირო დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენების არ მოგვერიდება" აღნიშნა მეთიუ მილერმა.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი