კურსკის რეგიონში უკვე 11 000 ჩრდ. კორეელი სამხედროა | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კურსკის რეგიონში უკვე 11 ათასი ჩრდილო კორეელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება - "ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეელების ზრდას და ვერ ვხედავთ ჩვენი პარტნიორების რეაქციის ზრდას“, - ამბობს ზელენსკი. 

რუსეთი არ უარყოფს ფხენიანიდან სამხედროების რუსეთში გაგზავნის შესახებ ცნობებს, თუმცა არ აკეთებს კომენტარს უკრაინის წინააღმდეგ მათი ომში ჩართვის გეგმების შესახებ. დასავლეთის ქვეყნები კი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების მონაწილეობას საომარ მოქმედებებში,  სერიოზულ ესკალაციად მიიჩნევენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი