სპორტის სასახლის ნაცვლად, ოპოზიცია დღეს 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბება - ინფორმაციას ნიკა მელია ავრცელებს და წერს:
"დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრწყაროში, სადაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:"სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. "
მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა - ყველგან!
შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან
მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)" წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
შეგახსენებთ, ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს.
გარდა ამისა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის საქმესთან დაკავშირებით, დღეს საიას სააპელაციო საჩივრების განხილვა გაგრძელდება როგორც თბილისში, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში.