დაბა ლაითურში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა

გამოქვეყნდა:

კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა, ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია საკუთარ Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს. 

მერიის განცხადებაში ასევე წერია, რომ სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი ამოქმედდა. 

"ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. დაიწყება მოსახლეობის სიცხის გაზმოვა. მოვუწოდებთ მათ, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება" - ამბობენ ოზურგეთის მერიაში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დღის განმავლობაში, დაბა ლაითურში 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოზურგეთში 61,  ხოლო გურიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 84- ია. 

შეზღუდვები წესდება სხვა რეგიონშიც: 26 სექტემბრიდან აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 62 ადამიანი, გარდაიცვალა - 1.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 4399
  • გამოჯანმრთელებულია - 1705
  • მათ შორის გარდაცვლილია - 25
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5390
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 640
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი