პროკურატურაში მიბარებენ მოწმის სახით, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით მაგისტრატ მოსამართლესთან | ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გენერალური პროკურატურიდან დაურეკეს და გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარეს. მისივე თქმით ის გამოკითხვაზე 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით, მაგისტრატ მოსამართლესთან მივა. 

"დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. 
ყველგან გავიმარჯვებთ!!
დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება!
P.S. პროკურატურაში მისვლას რა თქმა უნდა არ ვაპირებ! შევხვდებით მაგისტრატ მოსამართლესთან!!" წერს ხაზარაძე

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი