თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. გაყალბებულ არჩევნებს ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, მოქალაქეებიც აპროტესტებენ . აქცია სააპელაციოსთან რამდენიმე საათის წინ დაანონსდა, რადგან მეორე ინსტანციაში საიას საჩივრების განხილვა იყო ჩანიშნული. თუმცა, დღეს, მოულოდნელად ყველა პროცესი გადაიდო, მსგავსი სასარჩელო მოთხოვნების გამო კი საქმეები გაერთიანდა. სხდომა ხვალ 14 საათზე ჩაინიშნა. 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და 30- მდე უბანში გააბათილა შედეგი, გორის სასამართლომ კი რამდენიმე უბანზე მხოლოდ ხმათა გადათვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ყველა სხვა შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი