ხვალ, 11:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლოსთან, ხვალ, 6 ნოემბერს აქცია 11:00 საათზე გაიმართება. მონაწილეები მსვლელობას დიღმის მასივის ცენტრალური გამზირიდან დაიწყებენ და მეორე ინსტანციასთან მივლენ. 

სააპელაციოში ხვალ - 12:00 და 14:00 საათისთვისაა ჩანიშნული საარჩევნო დავების განხილვა, რომელიც დღეს უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაიდო.

"სასამართლო პროცესი გადაიდო ხვალისთვის. ხვალ 12:00 საათზე არის პირველი პროცესი, მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, ფაქტობრივად დახურეს სასამართლო, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის, პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო ხვალისთვის. 

ახლა, გადავინაცვლოთ მარცხენა მხარეს და დავიწყოთ მსვლელობა დიღმის მასივის ცენტრალური გამზირიდან. წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, წინააღმდეგობრივი მსვლელობები იქნება ყველგან..." - განაცხადა სააპელაციოსთან მიმდინარე აქციაზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი