ოლიგარქი ივანიშვილის 2020 წლის აუდიოჩანაწერი კობახიძესთან, თალაკვაძესთან და ნაცვლიშვილთან, რომელიც "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა 

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად მოიპოვა აუდიო ჩანაწერი, სადაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" რამდენიმე პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ლიდერს ესაუბრება. ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია ოლგარქსა და ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძესა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ამ სამიდან ერთ-ერთს ურეკავს. მმართველი კლანის წევრები კი ამ დროს ერთად იმყოფებიან და საერთო საუბარში მონაწილეობენ. 

კობახიძე, თალაკვაძე და ნაცვლიშვილი საუბრისას ერთი ავტომობილით მგზავრობენ. ამ სამიდან ერთ-ერთმა, ან შესაძლოა მძღოლმა, ჩაწერა ეს საუბარი და შემდეგ უკვე გაავრცელა. მოვლენები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარდება და პოლიტიკოსები აშკარად ღელავენ და არ გამორიცხავენ განმეორებით არჩევნებს. საუბრის მთავარი თემა სწორედ ხმების დათვლასა და პარალელური დათვლის შედეგებს შეეხება. 

კობახიძე: პივიტის თემა და ისა...

ივანიშვილი: სადაც არის რაიმე სახიფათო, რომ მოახერხონ ახლა გადამოწმება ყველაფრის

კობახიძე: ერთადერთი, ამათ დაწყებული აქვთ... და ერთი შეხვედრა ისა, თქვენთან ერთად რომ გავიაროთ და გოგა რომ მოვიყვანოთ, კარგი იქნებოდა

ივანიშვილი: ბიჭო, დრო გადის, დრო გადის

კობახიძე: არა, დაწყებულია. კი, კი, დაწყებულია. მაშინ ხვალისთვის ვეტყვი და... 

ივანიშვილი: კი ბატონო, თუ გინდა ახლავე მოიყვანე გოგა

კობახიძე: ეხლა ხო მივდივართ 

თალაკვაძე: ბატონო ბიძინა, თუ დადასტურდება ის გადახრა, რაც თქვეს ხო? იმიტომ რომ ერთ უბანზე ეხლა თუ აღმოჩნდა რომ 3-4 ბიულეტენია სხვაობა, მაგი...

ივანიშვილი: ...თუ დადასტურდება, რომ პივიტი რასაც წერს, რომ 2,4% ცესკოსგან არის სხვაობა... ვიძახი აჩიკო, რომ ამას იტყვიან. ნუ იტყვიან ესენი. ვსიო, იქნება განმეორებითი არჩევნები, მერე გამოდით და გაიცინეთ რა. რამდენი გაქვთ გზა, ნახევარი საათი თუ მეტი? 

კობახიძე: ნახევარი საათი ალბათ

თალაკვაძე: 15 წუთი

ნაცვლიშვილი: ფეშოუ, ფეშოუ, მიშას ქალი რომაა ამერიკელი კაი რაღაცა დაწერა. ნუ გაქვთო კელის შეცვლის იმედი, ნუ ატყუებთო ხალხსო

ივანიშვილი: სად დაწერა?

ნაცვლიშვილი: ფეისბუქში დაწერა ინგლისურად, რომ ნუ გაქვთო კელის [დეგნანის] შეცვლის იმედი

ივანიშვილი: არ შეცვლის ბაიდენი, ესო არ არის პოლიტიკური ელჩიო, ეს არის... კარიერული ელჩიაო. 

ნაცვლიშვილი: არც საქართველოს მიმართ პოლიტიკა შეიცვლება ამერიკის, არც კელი შეიცვლებაო. ტრაკი დააყენეთო და ხალხს ნუ ატყუებთო

თალაკვაძე: სხვანაირად იბრძოლეთო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი