კამალა ჰარისი VS დონალდ ტრამპი | საპრეზიდენტო არჩევნები და გადამწყვეტი დღე აშშ-ის პოლიტიკური მომავლისთვის

გამოქვეყნდა:

ღამის 12 საათი ვაშინგტონის დროით და თბილისის დროის დილის 9 საათი - ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი საარჩევნო უბანი ნიუ ჰემშირის შტატის პატარა ქალაქ დიქსვილ ნოჩში გაიხსნა. ამ ქალაქს სულ 6 ამომრჩეველი ჰყავს; შედეგები უბნის გახსნიდან ერთ საათში უკვე ცნობილი იყო. კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა 3-3 ხმა მიიღეს. 

ამერიკის 47-ე პრეზიდენტობისთვის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატი, 60 წლის კამალა ჰარისი და ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, მილიარდერი, რესპუბლიკელი - 78 წლის დონალდ ტრამპი იბრძვიან. წინასწარი გამოკითხვები ადასტურებს, რომ კანდიადატებს შორის ხმები თანაბარია და მათი რეიტინგი ერთმანეთს ფეხდაფეხ მიჰყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა ყველაფერი ამომრჩეველთა აქტიურობასა და მერყევ შტატებზე იქნება დამოკიდებული. ამიტომაც კამალა ჰარისმაც და დონალდ ტრამპმაც საარჩევნო უბნების გახსნითანავე განცხადებები სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელეს და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდეს. 

ვინ დაიკავებს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს მომდევნო ოთხის წლის განმავლობაში, ამას ე.წ. მერყევი შტატები გადაწყვეტენ. 50 შტატიდან ასეთი შვიდია - პენსილვანიის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, მიჩიგანის, უისკონსინის, არიზონისა და ნევადის შტატები.

50 შტატიდან ჯერჯერობით არცერთი შტატის მონაცემი ოფიციალურად ცნობილი არ არის. წინაწარი გამოკითხვებით რესპუბლიკელებისა და დემოკრატების კანდიდატები თანაბრად მიდიან. ექსპერტები და ანალიტიკოსები პროგნოზი კი არგუმენტებითა და გამოთვლებით ასეთია. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი