ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ურთიერთუნდობლობა გახდა.

ნეთანიაჰუს განმარტებით, გალანტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი შეცვლის, ხოლო გიდეონ საარი ისრაელ კაცის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

"სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობდით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს ნდობა ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეირყა. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მიუღებელი გზით, და რაც უფრო უარესია, ეს ინფორმაცია მტერმაც შეიტყო - ჩვენმა მტრებმა ამით ისარგებლეს და დიდი სარგებელიც ნახეს", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს განცხადებით, მთავრობის წევრთა უმრავლესობა მის გადაწყვეტილებას ეთანხმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი