აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც "საწვავის სუნი ასდიოდა" და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიცია ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ მამაკაცი უსაფრთხოების მიზნით შემოწმების დროს გააჩერეს. დაკავებისას მამაკაცმა პოლიციელებს განუცხადა, რომ მას კონგრესში მისვლა სურდა.

აშშ-ის კაპიტოლიუმის ცენტრი დღის განმავლობაში ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება.

დღეს აშშ-ში რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ირჩევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი