Associated Press: აშშ-ის სენატში უმრავლესობა "რესპუბლიკელებმა" მოიპოვეს

გამოქვეყნდა:

გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს. 

მათი ცნობით, რესპუბლიკელებს სენატში ამ დროისთვის 51 ადგილი აქვთ , დემოკრატებს კი 42.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, 5 ნოემბერს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის არჩევნებიც ჩატარდა. სენატში 100 ადგილია, არჩევნები კი 33-ს შეეხო.

წარმომადგენლობით პალატაში, სადაც 453 წევრია, აშკარა გამარჯვებისთვის ჯერ არც ერთ პარტიას არ მიუღწევია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი