CNN-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ლიდერობს კიდევ ერთ ე.წ. მერყევ შტატ ჯორჯიაში. ჯორჯიას კოლეგიაში 16 ხმა აქვს.
ტრამპი ლიდერობის ჩრდილოეთ კაროლინასა და პენსილვანიაშიც.
მერყევ შტატებად ითვლება: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმაა საჭირო.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით კამალა ჰარისს კოლეგიის 210 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს 247