„მეუფე მოდის, ყველაფერი კარგად იქნება“ - მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიაშია და შემცვლელის, მეუფე გრიგოლ კაციას ჩასვლას ელოდება.
მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ გვიან ღამით ჩავიდა. დღეს კი ის შეხვედრებს სალხინოს პანსიონატში მართავს.
ამ დროისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მეუფე პეტრე, თუ დარჩება ეპარქიაში.
ცნობილია, რომ მეუფე არ აპირებს მონასტერში წასვლას. არ არის გამორიცხული, რომ მეუფე პეტრე ეროვნულ მოძრაობას დაუდგეს სათავეში.
სინოდმა და პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ თქვა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".