Fox News-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ლიდერობს კიდევ ერთ ე.წ. მერყევ შტატ პენსილვანიაშიც. შტატში ამ დროისთვის დათვლილია ხმების 94%. ტრამპი ლიდერობს ვისკონსინსა და ნევადაშიც.
მერყევ შტატებად ითვლება: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმაა საჭირო.
ამ დროისათვის, არსებული მონაცემებით კამალა ჰარისს კოლეგიის 214 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს 248.