
სააპელაციო სასამართლოსთან აქციაზე მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს სასამართლო სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ, რის გამოც, ადგილზე ხმაური იყო.
საარჩევნო დავების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს, გარე პერიმეტრზე კი აქციაა და მობილიზებულია პოლიცია.
12 საათზე დაიწყო "სამართლიანი არჩევნების" სარჩელების განხილვა ბიულეტენების ბათილობა-ნამდვილობაზე, ხოლო 14:00-ზე საიას სარჩელების განხილვა დაიწყება.
განახლება: რამდენიმე წუთის წინ, სასამართლოში ენმ-ის ლიდერი, თინა ბოკუჩავა შეუშვეს.