იტალიის საფეხბურთო კლუბ "მილანის" ფეხბურთელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ Twitter-ზე 24 სექტემბერს გაავრცელა.
გუშინ კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური პასუხი მივიღე, დღეს კი დადებითი. არანაირი სიმპტომი არ მაქვს. კორონავირუსს ეყო გამბედაობა ჩემ გამოსაწვევად, რაც ცუდი იდეაა, - წერს ფეხბურთელი.
იბრაგიმოვიჩი კარანტინის პეროდს საკუთარ სახლში გაივლის და ხუთშაბათს დაგეგმილ მატჩს გამოტოვებს. კლუბს არ დაუსახელებია როდის დაუბრუნდება ფეხბურთელი თამაშს.