სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

"მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს მკაფიო და მდგრადი პოლიტიკა და არ მიიღოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიის გამოწვევები", - წერს პრეზიდენტი X-ზე,

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა:

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს;
  • ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს;
  • პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას;
  • მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუს;
  • პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელუ რებელუ დი სოს;
  • ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსს;
  • ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალარ კარისს;
  • ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროს;
  • შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტი 7 ნოემბერს ბუდაპეშტში გაიმართება. მას პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი