ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტია | ბოლო ცნობები შეერთებული შტატებიდან და ჩართვა ვაშინგტონიდან

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური რბოლა დასრულებულია. ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. საბოლოო შედეგები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა ტრამპმა ელექტორალური კოლეგიის 270 ხმა, რაც საჭირო იყო გამარჯვებისთვის, უკვე მოიპოვა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეორე პრეზიდენტია, გროვერ კლივლენდის შემდეგ, ვინც არჩევნების დამარცხების შემდეგ კვლავ პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. პარალელურად, კონგრესის არჩევნებშიც რესპუბლიკელები ლიდერობენ. სენატში ტრამპის თანაპარტიელებს უკვე აქვთ მიღებული უმრავლესობა.

დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისი შვიდივე მერყევ შტატში დაამარცხა, მათ შორის პენსილვანიაში, ჯორჯიაში, ვისკონსინსა და ჩრდილოეთ კაროლინაში. დემოკრატების რჩეული კანდიდატი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა, დონალდ ტრამპს კი საკმაოდ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა. ამერიკის 45-ე და ახლადარჩეული 47-ე პრეზიდენტი მიმართვისას დღეს ისევ საზღვრის საკითხზე დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე ამახვილებდა ყურადღებას. ტრამპი ამერიკელ ხალხს უკეთეს მომავალს ჰპირდება.

დონალდ ტრამპს გამარჯვებას საქართველოს პრეზიდენტი ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ 33 წლიანი მეგობრობა ორ სახელმწიფოს შორის შენარჩუნდება და პარტნიორობა გაგრძელდება, რადგან დღეს ისე როგორც არასდროს ქართველ ხალხს ამერიკის გვერდში დგომა სჭირდება.

საქართველოში ამერიკის ელჩი მკაფიოდ აცხადებს, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებებს გაუძლებს და მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება თეთრი სახლის სათავეში. რობინ დანიგანის განცხადებით, საქართველოსა და შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთერთთანამშრომლობას საფრთხე არ დაემუქრება.

მთელი დღეა დონალდ ტრამპი მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს. მათ შორის ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვება უკრაინის პრეზიდენტმა მიულოცა. ვოლოდიმერ ზელნესკი იმედოვნებს, რომ ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებული შთატებისგან უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი გაგრძელდება. ზელენსკი აფასებს ტრამპის მიდგომას რომ მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი