რესპუბლიკელები "ოცნების" წინააღმდეგ | როგორ აპირებს ოლიგარქის გუნდი ურთიერთობების ნორმალიზებას ტრამპის ხელისუფლებასთან

გამოქვეყნდა:

საქართველოსა და აშშ-ს შორის უერთიერთობების დაძაბვის შემდეგ "ქართული ოცნება" ფსონს ტრამპის გამარჯვებაზე დებდა, თუმცა ივანიშვილის გუნდის პროპაგანდა რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ადასტურებს აშშ-ის კონგრესის წევრების ორპარტიული განცხადებები თუ დოკუმენტები. ერთ-ერთი პირველი, ვინც "ოცნების" მიერ ჩატარებული არჩევნების შემდეგ განცხადება გაავრცელა - ჯო უილსონი იყო. რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გაყალბების ბრალდებების შესწავლისკენ მოუწოდებს და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა "ოცნებას" გამაფრთხილებელი გზავნილები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრეც გაუგზავნა და განუმარტა, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს დემოკრატიული მთავრობა და არა ისეთი, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს. მოპარული არჩევნების საპასუხო ნაბიჯი კი, დიდი ალბათობით, „მეგობარი აქტის ამოქმედება“ და იმ პირების დასანქცირება იქნება, ვინც ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს ძირს უთხრის.

კონგრესის პარალელურად აშშ-ის სენატში უკვე რეგისტრირებულია მეორე ორპარტიული კანონპროექტი- „ქართველი ხალხის აქტი“, რომლის ინიციატორები არიან სენატორები რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ჯინ შჰინი. შაჰინთან ერთად კი საქართველოში რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი იმყოფებოდა არჩევნებამდე 3 თვით ადრე საგანგებოდ ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ მან ქართულ- ამერიკული ურთიერთობების გაფუჭებაში პასუხისმგებლობა ივანიშვილის ხელისუფლება დააკისრა და ოცნების კურსის გამო შეშფოთება გამოთქვა.

არჩევნების დასრულების შემდეგ კი მაიკ ტერნემა და დემოკრატმა ჯერი კონოლიმ ორპარტიული ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც პარტნიორები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების მოსყიდვასა და ამომრჩევლის დაშინებაზე ღიად სააუბრობენ.  

26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებს ფარსი უწოდა ასევე ტრამპის პარტიის წევრმა სენატორმა - როჯერ უიკერმა. სენატორი არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ოცნებას დასავლური ქვეყნებისგან იზოლაციას უწინასწარმეტყველებს.  

მიტჩ მაკკონელი, რესპუბლიკერთა უმცირესობის წარმომადგენელ - ერთ-ერთი პირველ იყო, ვინც სენატის მაღალი ტრიბუნიდან ოცნების მიერ დამტკიცებულ კანონს რუსული უწოდა, ხოლო პარტიას მოსკოვისთვის ხელსაყრელი შესაბამისად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ამბობს ოცნება, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

რუსული კანონის მიღების შემდგომ კობახიძემ 14 სენატორის ორპარტიული წერილი მიიღო. მაშინ პარტნიორებმა საბოლოოდ გააფრთხილეს პრემიერი, თუ  რუსული კანონო დამტკიცდებოდ,ა ორმხირვი ურთიერთობების გადახედვა დაიწყებოდა. მოგვიანებით კი, 11 ამერიკელმა სენატორმა, რომელთაგანაც 5 რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, რუსული კანონის დამტკიცებას - შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის, უწოდეს.  

მანამდე კი, ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, სწორედ მის სახელმწიფო მდივანს უთხრეს უარი და არ გაითვალისწინეს რჩევა, არ ჰქონოდათ მჭიდრო ურთიერთბა რუსეთსა და ჩნეთთან და არ მიეცათ მათთვის ანაკლისი პორტი

ახლა საინტერესოა, რა ახალ პროგანდას მოვისმენთ მმართველი პარტიის მხრიდან და როგორ აპირებს ურთიერთობების ნორმალიზებას ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის პოზიციები ცნობილია როგორც ანაკლიის პორტთან, ასევე ჩინეთის მოკავშირეებთან მიმართებით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი