"მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი X-ზე წერს.
“მტკიცედ მოვითხოვთ საქართველოს ბოლო არჩევნებში დარღვევების დამოუკიდებლად გამოძიებას. არ შეგვიძლია საშუალება მივცეთ მანიპულაციას, რომ ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და მათ ევროპულ მისწრაფებებს. სასწორზე მათი მომავლის სამართლიანობაა” - წერს კოლსი.
კოლსი საქართველოს შესახებ ევროპული ქვეყნებისა და ევროპარლამენტის 30 ლიდერის და წევრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერიცაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, არჩევნებში დარღვევების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების შექმნასა და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გადახედვას მოითხოვს.