Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა

გამოქვეყნდა:

Facebook-მა სოციალური ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა. მათ შორის მოხვდა სამი ქსელი, რომელთა სამიზნე საქართველოც იყო.

ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთიდან იმართებოდა და მათი მიზანი საკუთარი კონტენტის გავრცელება იყო შეერთებულ შტატებში,  სირიაში, უკრაინაში, სომხეთსა და ბელორუსში მიმდინარე პროცესებზე და ასევე ნატოზე.

ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

Facebook-ის განცხადებით, უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" 34 ანგარიში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი