"არ გამოვა ეს საბჭოური მენტალობის პროკურატურა და საბჭოური მენტალობის საჩვენებელი სასამართლო სხდომები" | მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გამოკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამომძიებელი მას შეფასებების გაკეთების საშუალებას არ აძლევდა, ამასთან, მისგან არჩევნების გაყალბების მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა.

ეს რაღაც შოუს ემსგავსება, რომ აქ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოდიან სასამართლოში, კამერების წინ დგანან და უნდათ მოსახლეობას უთხრან, რომ ესენი დგანან და ხვალ თქვენ დაგიბარებთ. არ გამოვა ეს, მეგობრებო. არ გამოვა ეს საბჭოური მენტალობის პროკურატურა და საბჭოური მენტალობის საჩვენებელი სასამართლო სხდომები, არ გამოვა არანაირად. როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, მაჩერებდნენ, არა, არა, აქ ჩვენ სხვა თემაზე არ ვლაპარაკობთო", - განაცხადა ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი