აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"საუბრისას ჰარისმა ხაზი გაუსვა ძალაუფლებისა და პრეზიდენტის თანამდებობის მშვიდობიან გადაცემის მნიშვნელობას ყველა ამერიკელისათვის", - განუცხადა ჰარისის წარმომადგენელმა CBS-ს.
სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი დღეს საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.