აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა, გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენმა გამოხატა მზაობა და ვალდებულება მმართველობის შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველსაყოფად. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის გაერთიანებისთვის მუშაობის მნიშვნელობას.
შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.