გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რაც ამჟამინდელი სამპარტიული მმართველი კოალიციის დასასრულს ნიშნავს.
გადაწყვეტილება რამდენიმეკვირიან მწვავე დაპირისპირებას მოჰყვა. ლინდნერმა მთავრობას შესთავაზა ყოვლისმომცველი რეფორმები გერმანიის ეკონომიკისთვის, რომელსაც დანარჩენი ორი პარტია ეწინააღმდეგებოდა.
შოლცმა ფინანსთა მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება კანცელარიაში, სამივე პარტიის მაღალი რანგის პირთა შეხვედრის დროს გამოაცხადა.