"არჩევნების შედეგები უნდა მივიღოთ... ჩემი გული სავსეა მადლიერებით იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, სავსეა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით...", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საუბრობს და მხარდამჭერებს მიმართავს.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს ის დონალდ ტრამპს ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"დღეს ჩემი გული სავსეა, სავსეა მადლიერებით იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ, სავსეა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით...
[...]
არჩევნების შედეგები უნდა მივიღოთ. მე ცოტა ხნის წინ, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და გამარჯვება მივულოცა. მას ვუტხარი, რომ ჩვენ მას და მის გუნდს [ხელისუფლების] გადაცემასა და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაში დავეხმარებით.
ამერიკული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია, რომ როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ამას ვაღიარებთ. ეს პრინციპი, სხვებთან ერთად არის ის, რაც დემოკრატიას მონარქიისგან ან ტირანიისგან განასხვავებს და ნებისმიერმა, რომელიც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას ცდილობს, ამას პატივი უნდა სცეს. ჩვენ ვუერთგულოთ უნდა არა პრეზიდენტს ან პარტიას, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას.
[...]
მე არასდროს შევწყვეტ ბრძოლას მომავლისთვის, სადაც ამერიკელებს შეუძლიათ, აიხდინონ თავიანთი ოცნებები, ამბიციები და მისწრაფებები, სადაც ამერიკელ ქალებს ექნებათ თავისუფლება, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთ სხეულზე და არ იყვნენ ვალდებულები, მთავრობას უთხრან, რა უნდა გააკეთონ. ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სკოლები და ქუჩები იარაღით ძალადობისგან, - განაცხადა ჰარისმა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ კამალა ჰარისის შემდეგ დონალდ ტრამპს ტელეფონით აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ესაუბრა, გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენმა გამოხატა მზაობა და ვალდებულება მმართველობის შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველსაყოფად. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის გაერთიანებისთვის მუშაობის მნიშვნელობას.
შეხვედრის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.