ევროპული ქვეყნების ლიდერების განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მაგივრად რუსეთიდან კარასინი პასუხობს

გამოქვეყნდა:

ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და  დონალდ ტუსკის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ევროპული ქვეყნების ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ კურსზე დაბრუნებას და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლების მაგივრად რუსეთიდან პასუხობენ. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებს იმპერიულ ამბიციების გამოვლენასა და მუქარაში ადანაშაულებს.

"ტკივილამდე ნაცნობი იმპერიული ამბიციები გამოავლინეს ცოტა ხნის წინ გერმანიამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა (ე.წ ვაიმარის სამკუთხედმა), რომლებმაც მოითხოვეს საქართველოსგან ოპერატიულად გამოიძიოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას გამოვლენილი დარღვევები.

კვლავ გაჟღერდა რეპრესიების მუქარები, თუ არ გაუქმდება ყველაფერი, რაც არ შეესაბამება "ევროპულ ღირებულებებს". დაასრულეთ ბატონებო! რუსეთში, ისე როგორც სხვაგან არსად, კარგად ახსოვთ, რა ღირს ე.წ საერთო ევროპული ღირებულებები, იმ ურთიერთობის მაგალითზე დაყრდნობით, რომელსაც ჩვენ პატიოსნად ვავითარებდით ევროპასთან და რომელიც ცინიკურად იქნა გაწყვეტილი მრავალრიცხოვანი სანქციებით. სამომავლოდ ასეთი ულტიმატუმების წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ," - წერს კარასინი ტელეგრამარხზე.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი