სააპელაციომ არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა. 4 ნოემბერს თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. სარჩელები აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს ეხებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი