სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება - ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა:

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24 საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი. 

ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით." ნათქვამია საიას განცხადებაში

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი