22 საათიანი უწყვეტი განხილვის შემდეგ, თბილისის სააპელაციომ ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა - მოსამართლეთა კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაში დიმიტრი გვრიტიშვილიც შედიოდა, გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა.

სააპელაციო სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - "სამართლიანი არჩევნების", საიასა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საჩივრებს განიხილავდა. არასამთავრობოები რიგ უბნებში ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 22 საათი მიმდინარეობდა პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა. სარჩელები აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებს ეხებოდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი