გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერების საერთო განცხადებას ეხმიანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დაუჭერენ, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.
ფიშერის თქმით, ეს ოფიციალური პოზიციაა და შესაძლოა გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიციაც იყოს.
"ეს არის ჩვენი ოფიციალური პოზიცია, სხვაგვარად არ დაიჯეროთ. ჭკვიანი კომენტატორებისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს შეიძლება იყოს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია, რადგან ჩვენ გვაქვს ფართო კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოებაზე," - წერს ფიშერი.
საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ გაკეთებულ საერთო განცხადებაში მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდეს.